დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელებში                                                                                                         პარკეტის მოცარტი

პარკეტის მოცარტი ნამუშევრები ჩვენი სერვისი ლაქები და ზეთები ინტერვიუ დაგვიკავშირდით


”ციკლოვკის” შემდეგ იატაკი  უნდა დაილაქოს, ან დაიზეთოს


არჩევანი შეიძლება გაკეთდეს დაბალბიუჯეტიან, საშუალო ან პრემიუმ ხაზის პროდუქტებს შორის.  


პრემიუმ სეგმენტში თუ აქცენტი კეთდება ვიზუალსა და და მაქსიმალურ გამძლეობაზე რეკომენდირებულია გერმანული წარმოების ორ კომპონენტიანი ლაქები, განსაკუთრებით, თუ ისინი სპირტის ბაზაზეა შექმნილი. ასეთი ლაქი სილამაზესთან ერთად იმდენად მდგრადია, რომ გერმანულ  ”ციკლოვკის” დანადგარს უჭირს მისი ატაკიდან აცლა.  უარყოფითი ასპექტი ის არის, რომ დატანის პროცესში აქვს მძაფრი სუნი, რომელიც მალე გადის.





თუ ვიზუალთან ერთად  ეკოლოგიურობაა მნიშვნელოვანი და სურვილი გაქვთ  გქონდეთ ბუნებრივი კომპონენტებით შექმნილი ელიტური იატაკი, რომელიც სრულად ავლენს ხის პოტენციალს, გირჩევთ გერმანულ ზეთს მყარი ცვილით.  პროდუქტი ევროპასა და რუსეთში ბოლო დროს ძალიან ტრენდული და პოპულარულია, ხეს სუნთქვის საშუალებას აძლევს და ლაქისაგან განსხვავებულ ბუნებრივ ოპტიკას იძლევა.

ფერების პალიტრით შესაძლებელია წიფლის იატაკი ეგზოტიკურ ჯიშის ხის იატაკად აქციოთ.  


ამასთან ერთად  უნდა ითქვას, რომ პრემიუმ ხაზის ზეთი მყარი ცვილით გამძლეობით საუკეთესო ხარისხის ორკომპონენტიან გერმანულ  ლაქებს უახლოვდება