დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელებში                                                                                                         პარკეტის მოცარტი

პარკეტის მოცარტი ნამუშევრები ჩვენი სერვისი ლაქები და ზეთები ინტერვიუ დაგვიკავშირდით

მხატვრული პარკეტი -  ხის ხალიჩა

სამეფო არჩევანი და ფუფუნება



მხატვრული პარკეტის კულტურა ევროპაში მე-16 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა, ხოლო მე-17 საუკუნეში პეტრე დიდის ხელშეწყობით რუსეთში დაიწყო გავრცელება. პირველი ხელოსნები რუსეთში იყვნენ იარაღის ხელოსნები, რომლებსაც იარაღისთვის ხის დეტალების დამზადება ევალებოდათ. სწორედ მათი მონაწილეობით შეიქმნა  პეტერბურგის დარბაზების დღესაც შემორჩენილი იატაკები.


ამ ოსტატებს შეეძლოთ არა მარტო შეექმნათ მხატვრული პარკეტი, არამედ ორგანულად შეერწყათ ის ნაგებობის არქიტექტურასთან.


მხატვრული პარკეტის საწარმოებლად ოსტატები იყენებენ 60- მდე დასახელების ხის ჯიშს მრავალი განსხვავებული ფერით ადგილობრივიდან ეგზოტიკურამდე.


ხის იატაკს მხატვრული შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:



თუ თქვენ გადაწყვეტთ მხატვრული პარკეტის გამოყენებას, უნდა შეეგუოთ იმას, რომ იატაკს ოთახში დომინანტური ფუნქცია ექნება. ამის გამო ავეჯი და სხვა ელემენტები მას შემდეგ უნდა შეარჩიოთ, რაც იატაკი საბოლოო ფორმებს მიიღებს.


მხატვრული პარკეტი კომპოზიციურად შეიძლება 3 ნაწილად დავყოთ


1. ცენტრალური კომპოზიცია იატაკის შუაგულში, იატაკის მზე ან ხალიჩა ყველაზე ლამაზი და რთულად შესასრულებელი ფიგურაა

2. კვადრატული ორნამენტული პარკეტის დაფები

3. ორნამენტული ბორდიურები, რომლის დანიშნულებაა ხაზი გაუსვას მთავარი ფიგურის სილამაზეს ან შეასრულოს სივრცითი გამყოფის ფუნქცია.


მხატვრული პარკეტის წარმოება ხდება ფრეზის დანადგარზე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. იჭრება მცირე ზომის ასობით დეტალი და ხდება მათი ადგილზე მონტაჟი. სამუშაო ტექნიკურად რთული შესასრულებელია.


ჩვენ რუსეთში დავეუფლეთ მხატვრული პარკეტის შექმნის და მონტაჟის ხელოვნებას, საქართველოში ჩამოვიტანეთ შესაბამისი დანადგარები და მზად ვართ ჩავდგეთ ქართველი მომხმარებლის სამსახურში ქართული მხატვრული პარკეტის შესაქმნელად.


ჩვენი ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში ნამუშევრები