დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელებში                                                                                                         პარკეტის მოცარტი

პარკეტის მოცარტი ნამუშევრები ჩვენი სერვისი ლაქები და ზეთები ინტერვიუ დაგვიკავშირდით

უფასო კონსულტაცია


იატაკი ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ყველაზე დიდი ავეჯია ოთახში. ის განსაზღვრავს ინტერიერის ძირითად კონტურებს, განაპირობებს დიზაინერულ და ბუნებრივ კლიმატს.



ლამაზი ხის იატაკი პოზიტიურად აისახება ადამიანის გუნება - განწყობაზე, აძლიერებს ბედნიერების განცდას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ყოველდღიური ვიზუალური კონტაქტი უსახური იატაკთან კი ცნობიერად თუ ქვეცნობიერებად ნეგატიურად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე.


თუ  უკვე ახალი იატაკის დაგებაზე ან ძველის განახლებაზე ფიქრობთ, მნიშვნელოვანია თავიდანვე თანმიმდევრული და სწორი გეგმარება.


ახალი პარკეტის დაგების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ქვედა საყრდენი საფარის მდგომარეობა, დაიგეგმოს სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრობა, განისაზღვროს სამუშაო ინტერვალები. სივრცითი მოწყობის მოსაზრებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია შევარჩიოთ რა გეომეტრიით გვსურს პარკეტის დაგება.


პარკეტის განახლებისას უნდა განისაზღვროს აქვს თუ არა პარკეტს საკმარისი სამუშაო სისქე და სტაბილურია თუ არა მოსახვეწად. ბიუჯეტის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს ოპტიმალური მასალები იატაკის დასაცავად.


დაზიანებული იატაკის რესტავრაციისას მნიშვნელოვანია გავარკვიოთ მიზანშეწონილია თუ არა ნაწილობრივი რესტავრაცია და ხომ არ აჯობებს პარკეტი მთლიანად აიყაროს და თავიდან დაიგოს. საინტერესოა რა ტექნიკური და ფინანსური გამოწვევების წინაშე შეიძლება ასეთ შემთხვევაში ავღმოჩნდეთ  და ასე შემდეგ.



ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. ჩვენ ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე დავგეგმავთ ვიზიტს,  მოვალთ ადგილზე თქვენს და თქვენი იატაკის გასაცნობად, შევაფასებთ შესასრულებულ სამუშოებს, დაგითვლით ხარჯებს და გაგიწევთ ყველა სახის კონსულტაციას.


ამის შემდეგ თქვენ თავად განსაზღვრავთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივას და თქვენი იატაკის მომავალს.





ჩვენ არ ვფლობთ ჩვენს საქმეს, ჩვენი საქმე გვფლობს ჩვენ