დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელებში                                                                                                         პარკეტის მოცარტი

პარკეტის მოცარტი ნამუშევრები ჩვენი სერვისი ლაქები და ზეთები ინტერვიუ დაგვიკავშირდით

იატაკის მოხვეწა


ფრანგმა იმპრესიონისტმა გუსტავ კაიებოტმა ეს ტილო 1876 წელს შექმნა და ფუნჯით გადმოსცა ხის იატაკის მოხვეწის პროცესი. მხატვარი ერთ ერთი პირველია, ვინც მხატვრობაში აჩვენებს ურბანულ მუშათა კლასს და აქცენტს ისტორიული და ანტიკური გმირების ნაცვლად ყოველდღიურობის გმირებზე აკეთებს. ტილო ხელოვნების ისტორიისთვის საინტერესოა ასევე მნახველის ფეხზე დამდგარი, ირიბი პერსპექტივით.


იმპრესიონისტების ეპოქის შემდეგ მოხვეწის ტექნოლოგიები განვითარდა და დაიხვეწა. იატაკის მოსახვეწად უკვე ჩოქვით სიარული აღარ არის საჭირო. ხელით შრომა და ბასრი სათლელები გერმანულმა დანადგარებმა ჩაანაცვლა.


თანამედროვე მოსახვეწ დანადგარებში მსოფლიო მეტრია კომპანია ლეგლერი და მისი მანქანები ჰუმელი, ტრიო, ელანი და ფლიპი. ახალი დანადგარის ქარხნული ფასი 4300 ევრომდეა. თანამედროვე გერმანიაში ხელოსნები ამ დანადგარებით მუშაობენ.


ჰუმელი მძიმე მასიური მანქანაა და გამოიყენება პირველადი შავი სამუშაოსთვის.

ტრიოს სახელი უკავშირდება სწრაფი სიჩქარით მბრუნავ 3 დისკოს და გამოიყენება ბოლო პირზე იდეალურად სწორი ზედაპირის შესაქმნელად.

ელანი და ფლიპი მცირე ზომის მობილური დანადგარებია იმ ადგილებისთვის, რომლებიც დიდი მანქანებისთვის მიუვალია.


გერმანული ხარისხის და დახვეწილი ტექნოლოგიების მიუხედავად მათ სწორ მართვას მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება სჭირდება. არასწორმა მოხმარებამ, განსაკუთრებით ჰუმელის შემთხვევაში შეიძლება პარკეტი სრულიად უვარგისი გახადოს. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე როგორი ზუმფარებით ხდება იატაკის დამუშავება, რადგან სხვადასხვა ხის მასალას განსხვავებული მიდგომა სჭირდება.


საქართველოში ხელოსნებისგან ხშირად გაიგებთ შეკითხვას გერმანული დანადგარით გსურთ გაკეთება თუ რუსულით?


რუსული დანადგარი, ისევე როგორც ჰუმელი შავ სამუშაოს ასრულებს. იმ განსხვავებით, რომ სამუშაო პროცესს მტვერი ახლავს თან და იატაკზე ტალღოვანი ზედაპირები რჩება. შემდგომ მის გასასწორებლად იყენებენ გერმანულ ტრიოს.


ჩვენ  მხოლოდ გერმანული დანადგარებით ვმუშაობთ და ეგრეთ წოდებულ „რუსულ ციკლოვკასაც“ გერმანული ჰუმელით იგივე ტარიფებით ვაკეთებთ.



სამუშაოების ჩატარების ჯამური ღირებულება განისაზღვრება შემდეგი კომპონენტებით:






თუ პარკეტი ძალიან არის დაცვეთილი ის არ ექვემდებარება ციკლოვკას. თუ პარკეტი ამოვარდნილია ან მოძრაობს, უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება და გამაგრება. სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოხდეს ჩვენს მიერ იატაკის დათვალიერება, რასაც თქვენი სურვილის შემთხვევაში სიამოვნებით გავაკეთებთ.


ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, ყოველდღიურად ვუყუროთ უსახურ იატაკს.


დაგვიკავშირდით




ჩვენ არ ვფლობთ ჩვენს ხელობას, ჩვენი ხელობა გვფლობს ჩვენ